რონალდუ უხეშად გააკრიტიკეს - "რატომ იქცევა ის ასე და არა კავანის მსგავსად?"

29 დეკემბერი 2021, ოთხშაბათი'


16-დღიანი პაუზის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" არც თუ ისე კარგად დაუბრუნდა მინდორს და გუნდმა "ნიუკასლის" დამარცხება ვერ მოახერხა.

უღიმღამო მატჩი ჩაატარა კრიშტიანუ რონალდუმაც, რომელიც მატჩის შემდეგ ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, გაბრიელ აგბონლაჰორმა გააკრიტიკა.

"თუ გრინვუდი, რეშფორდი ან სანჩო ხარ, გააკეთებ არაზუსტ პასს ან ჩააწვდი ცუდად, მაშინ უყურებ რონალდუს და ხედავ, რომ ის ხელებს ჰაერში იქნევს.

რატომ არ შეუძლია მას, რომ უბრალოდ თქვას - არაუშავს, კიდევ სცადე და მოიქცეს ისე, როგორც ამას კავანი აკეთებს?

რეშფორდმა ცუდად დაარტყა, რა დროსაც მას კავანი ტაშს უკრავდა და ეუბნებოდა, რომ შემდეგ ჯერზე კიდევ ეცადა.

მესმის, რომ რონალდუ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ახალგაზრდებს უფროსების დახმარების ხელი სჭირდებათ, როცა ცუდად თამაშობენ.

გუნდის რწმენა დაბალ დონეზეა და ეს რონალდუს ბრალია. ის მოედნიდან გარბის, რადგან გოლი ვერ გაიტანა და ვფიქრობ, რომ მას მეტი გუნდურობა მართებს", - განუცხადა teamTALK-ს აგბონლაჰორმა.

კომენტარები: