მესი და კვარაცხელია - 2 ფეხბურთელი, რომლებსაც წელს განსაკუთრებული შედეგი აქვთ

30 ოქტომბერი 2022, კვირა


სერია ა-ს გასულ ტურში "ნაპოლი" შინ "სასუოლოს" დაუპირისპირდა და მარტივად, 4:0 დაამარცხა. ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ საკლუბო და სანაკრებო დონეზე კვარაცხელია უკვე ზედიზედ 38 მატჩია არ აგებს, რაც გამორჩეული შედეგია.

ბოლოს კვარაცხელიამ 2022 წლის მარტში, მოსკოვის "ცსკა"-სთან წააგო, როცა ის "რუბინში" გამოდიოდა და იმ წაგებულ მატჩშიც საგოლე გადაცემა გააკეთა.

გუშინ, "პსჟ"-მ "ტროა" 4:3 დაამარცხა, სადაც მესიმ კვლავ გაიტანა. არგენტინელს  კლუბსა და  ნაკრებში უკვე  ზედიზედ 32 მატჩია არ წაუგია. ეს კი მესის კარიერაში ყველაზე ხანგრძლივი წაუგებელი სერიაა


კომენტარები: