"თუ ისე უცნაურად ვითამაშებთ, როგორც დღეს მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოვხვდებით "- იურგენ კლოპი

30 ოქტომბერი 2022, კვირა


ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა "ლიდს იუნაიტედთან“ მარცხის (1:2) შემდეგ შეხვედრაზე შეაფასა.

"არც ისეთი სულელი ვარ, რომ არ ვიცოდე რამდენი ქულით ჩამორჩება ლივერპული კონკურენტებს. 
ახლა ღიად ვლაპარაკობ, თუ ისე უცნაურად ვითამაშებთ, როგორი თამაშიც დღეს ვაჩვენეთ, მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოვხვდებით.

დღეს ქულა რომ მოგვეპოვებინა, არავინ იქნებოდა ბედნიერი ჩემ გარდა. თუმცა, ახლა ყველაზე მეტად ის მაწუხებს, როგორ დავიცავით თავი მეორე გოლის დროს. “, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ "ლივერპული“ პრემიერლიგაში 12 ტურის შემდეგ 16 ქულით მეცხრე ადგილზეა. 


კომენტარები: