"მოდრიჩი საოცარი ფეხბურთელია "- პედრი

12 ნოემბერი 2022, შაბათი


"ბარსელონას" ნახევარმცველმა პედრიმ მადრიდის "რეალის" ნახევარმცველის ლუკა მოდრიჩის შესახებ ისაუბრა.
"მოდრიჩი საოცარი ფეხბურთელია, რომლის შეჩერება წარმოუდგენლად რთულია", - უთხრა პედრიმ Marca-ს.

შეგახსენებთ, რომ მოდრიჩს "რეალთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა ამავდროულად, კლუბი დარწმუნებულია, რომ ხორვატი გუნდში მომდევნო სეზონშიც დარჩება.

მანამდე მოდრიჩმა ოფიციალურად განაცხადა, რომ კარიერას ხორვატიის ნაკრებში ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაასრულებს. იქ მისი გუნდი ჯგუფურ ეტაპზე მაროკოს, ბელგიისა და კანადის წინააღმდეგ ითამაშებს.


კომენტარები: