ტენ ჰაგმა მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელებს უთხრა, რომ რონალდუმ გუნდში აღარ უნდა ითამაშოს

15 ნოემბერი 2022, სამშაბათი


სპეციალისტს, ერიკ ტენ ჰაგს არ სურს კრიშტიანუ რონალდუს მანჩესტერ "იუნაიტედში" ხილვა.

მთავარმა მწვრთნელმა გუშინდელ შეხვედრაზე კლუბის ხელმძღვანელებს უთხრა, რომ სკანდალური ინტერვიუს შემდეგ თავდამსხმელმა "იუნაიტედში" აღარ უნდა ითამაშოს, იუწყება ESPN.

ტენ ჰაგი თვლის, რომ რონალდუ ძალიან შორს წავიდა, როგორც თავად მწვრთნელის ასევე, მანჩესტერ "იუნაიტედის" კრიტიკაში. საკითხის მოგვარების მიზნით, ნიდელანდელმა სპეციალისტმა ოჯახთან ერთად შვებულების დაწყება გადადო.

კომენტარები: