რატომ ჩაგრავდნენ რონალდუს მანჩესტერული კარიერის პირველ სეზონში

19 დეკემბერი 2021, კვირა


"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა მადს ტიმმა იმ პერიოდზე ისაუბრა, როდესაც კრიშტიანუ რონალდუ "წითელ ეშმაკებს" შეუერთდა.

ტიმის განცხადებით პორტუგალიელს "იუნაიტედის" მაისურით ჩატარებულ პირველ სეზონში მწვრთნელის გულის მოსაგებად გადამეტებულ დრიბლინგისა და თავისი ვარცხნილობის გამო ჩაგრავდნენ.

"როგორც მე ასევე რონალდუსაც აბულინგებდნენ როცა გუნდში გადმოვიდა, ეს მისი თმის ვარცხნილობის გამო ხდებოდა, რომელიც მალევე შეიცვალა, ასევე მისი გადამეტებული დრიბლინგის გამო, რითიც მწვრთნელის მოხიბვლას ცდილობდა", - განაცხადა "იუნაიტედს" ყოფილმა ფეხბურთელმა.

კრიშტიანუ მალევე ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტი გახდა მსოფლიოში და 2009 წელს 80 მილიონ ევროდ "რეალში" გადავიდა, რის შემდეგაც "იუვენტუსში" ითამაშა, წელს კი ისევ ოლდ ტრაფორდს დაუბრუნდა.



კომენტარები: