რონალდუს გაბრაზება პიკს აღწევს - რა მოხდა "ნიუკასლთან" მატჩის შემდეგ

29 დეკემბერი 2021, ოთხშაბათი'


კრიშტიანუ რონალდუ და "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგას დაუბრუნდნენ, თუმცა არა ისე, როგორც ისურვებდნენ.

სენტ ჯეიმს პარკზე გამართული მატჩის ანგარიში "ნიუკასლმა" გახსნა, წონასწორობა ედინსონ კავანიმ აღადგინა და საბოლოოდ, მატჩი ფრედ დასრულდა.

კარგი პერფორმანსი არ ჰქონია რონალდუს, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში გაღიზიანებული იყო და ეს რამდენიმე ეპიზოდში ნათლად გამოხატა, როცა უხეშად იმოქმედა.

MEN-ის თქმით, საფინალო სასტვენისთანავე რონალდუ გასახდელისკენ ისე გაემართა, რომ არც მეტოქეს მიულოცა გამარჯვება, არც სტუმრად ჩამოყოლილ ქომაგებს გადაუხადა მადლობა და არც არავინ შეიმჩნია.

წლევანდელ სეზონში ეს პირველი ფაქტი არ არის, როცა რონალდუ ასე იქცევა და წარუმატებელი მატჩის შემდეგ პირდაპირ გასახდელში მიდის.

კომენტარები: