ნაპოლის დირექტორი: ხვიჩა კვარაცხელია 100%-ით ხელშეუხებელია

30 ოქტომბერი 2022, კვირა


იტალიური ნაპოლის დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერის შესახებ მკაფიო პოზიცია დააფიქსირა და აღნიშნა, რომ კლუბი ქართველი ტალანტის გაყიდვას არ აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
“რა ხდება კვარაცხელიას ტრანსფერზე? აბსოლუტურად არაფერი. შემიძლია გითხრათ, რომ ის 100%-ით ხელშეუხებელია. ბაზარზე მისი სახელი ნამდვილად არ იქნება”, - აღნიშნა ჯუნტოლიმ.
ნაპოლის დირექტორი ამგვარად გამოეხმაურა ჭორებს, რომლებიც ბოლო პერიოდში 21 წლის ქართველი ფეხბურთელის შესახებ ვრცელდება. ხვიჩას სახელს ლამის ყველა ევროპულ გრანდ უკავშირებენ, ყველაზე ხშირად კი მანჩესტერ სიტის ახსენებენ.


კომენტარები: