როგორი შეფასება დაიმსახურა ბერიძემ დღევანდელ მატჩში?

თურქეთის სუპერლიგის მე-12 ტურში გიორგი ბერიძის "ანკარაგუჯუ" საკუთარ მოედანზე საბა ლობჟანიძის "ჰატაისპორს" დაუპირისპირდა.
შეხვედრა მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით 4:1 დასრულდა.
ორივე ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო, ბერიძემ მე-3 წუთზე "ანკარაგუჯუ" დააწინაურა და კიდევ ერთი გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა. რაც შეეხება ლობჟანიძეს, 27 წლის ნახევარმცველი 71-ე წუთზე რუბენ რიბეირომ შეცვალა.
Sofscore-მა გიორგი ბერიძის თამაში 7.9 ბალით შეაფასა. საბა ლობჟანიძემ კი 6.6 შეფასება დაიმსახურა.
მსგავსი სტატიები:
კომენტარები: