კვარაცხელია მარადონასთან შედარებაზე: "რაც შეეხება არგენტინელთან შედარებებს, ვფიქრობ, მას ვერავინ შეედრება"

12 ნოემბერი 2022, შაბათი


საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" 21 წლის გარემარბმა სერია A-ს არხთან ინტერვიუში მის მარადონასთან შედარებაზე ისაუბრა.
"კვარადონა? რაც შეეხება მარადონასთან შედარებებს, ვფიქრობ, მას ვერავინ შეედრება. ის ფეხბურთის ლეგენდაა და მისნაირი ფეხბურთის თამაში მომავალში ძალიან რთული იქნება.

მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ ძალიან მიხარია როცა მას მადარებენ. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს და უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს.

როდესაც ასეთ ფეხბურთელს გადარებენ, მხოლოდ ამაყი და ბედნიერი შეგიძლია იყო. ",- თქვა კვარაცხელიამ.


კომენტარები: