ლაშა სალუქვაძე ხვიჩაზე: "თუ კვარაცხელიას გაყიდვაზე ვსაუბრობთ, მაშინ მას ნებისმიერ ჩემპიონატში შეუძლია თამაში"

საქართველოს ნაკრების და ყაზანის "რუბინის" ყოფილმა მცველმა ლაშა სალუქვაძემ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ მადრიდის "რეალის" შესაძლო დაინტერესებაზე ისაუბრა.
"კვარაცხელია უკვე 100 მილიონი ევრო ღირს. გასაგებია, რომ ნაპოლის მისი გაყიდვა ჯერ არ სურს, მაგრამ ეს არც ხვიჩს სჭირდება. ვფიქრობ, რომ მან ნეაპოლში უნდა გააგრძელოს თამაში.
თუ იტალიაში კიდევ ერთი წელი დარჩება, მაშინ ცუდი არაფერი მოხდება, მაგრამ თუ ნაპოლი კვარაცხელიაზე მომგებიან შეთავაზებას მიიღებს, მას გაყიდიან.
თუ კვარაცხელიას გაყიდვაზე ვსაუბრობთ, მაშინ მას ნებისმიერ ჩემპიონატში შეუძლია თამაში. ვფიქრობ, მისთვის საუკეთესოა ესპანეთში გადასვლა. გავიგე, რომ მისით ანჩელოტი იყო დაინტერესებული, ამიტომ რეალში გადასვლა შესაძლებელია, მაგრამ, ვიმეორებ, ვფიქრობ, რომ მას ჯერ კიდევ სჭირდება ნაპოლიში თამაში“, - თქვა სალუქვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო განახლების შემდეგ, Transfermarkt-ზე კვარაცხელიას ღირებულება 60 მილიონ ევრომდე გაიზარდა, მიმდინარე სეზონში მან "ნაპოლის" შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 17 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რვა გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.
მსგავსი სტატიები:
კომენტარები: