მაიკლ ოუენი: "იუნაიტედი რონალდუს ტალანტს არასწორად იყენებს"

29 ნოემბერი 2021, ორშაბათი


"ჩელსისთან" გამართული მატჩის შემდეგ, მაიკლ ოუენმა "მანჩესტერ იუნაიტედი" კრიშტიანუ რონალდუს არასწორად გამოყენების გამო გააკრიტიკა.

ინგლისელი ლეგენდის თქმით, არ შეიძლება გუნდი მთლიანად თავს იცავდეს და მწვრთნელს ამ დროს შემოყავდეს რონალდუ.

"იუნაიტედი მთლიანად თავის დაცვაზე იყო გადართული და რონალდუ სწორედ ამ დროს შემოიყვანეს, რაც არ შეიძლება.

მანჩესტერი მის ტალანტს არასწორად იყენებს. კრიშტიანუ მოედანზე შემოვიდა მაშინ, როცა ყველა თავს იცავდა.

არ შეიძლება ასე იქცეოდე მაშინ, როცა გუნდში რონალდუს კალიბრის მოთამაშე გყავს", - განაცხადა მატჩის შემდეგ მაიკლმა.


კომენტარები: