მხოლოდ გვარდიოლასა და კლოპზე ნაკლები - ნიუკასლი სასურველ მწვრთნელს უზარმაზარი ხელფასით თაფლავს

27 ოქტომბერი 2021, ოთხშაბათი'


ნიუკასლის“ მდიდარმა მფლობელებმა მორიგ ცნობილ მწვრთნელს დაადგეს თვალი.

როგორც Daily Mail იუწყება, ინგლისურმა გუნდმა სამიზნეში „აიაქსის“ დამრიგებელი ერიკ ტენ ჰააგი ამოიღო.

„კაჭკაჭების“ არაბი მფლობელები მზად არიან, ნიდერლანდელ სპეციალისტს წლიურად 11 მილიონ ფუნტზე მეტი გადაუხადონ. 

შედარებისთვის, პრემიერ ლიგაში ამაზე დიდი ხელფასი მხოლოდ ორ მწვრთნელს აქვს: პეპ გვარდიოლას (20 მლნ) და იურგენ კლოპს (15 მლნ).

თუმცა, თავად მწვრთნელს „აიაქსის“ „ნიუკასლის“ გამო დატოვების იდეა დიდად არ ხიბლავს. მან არც ისე დიდი ხნის წინ პრემიერ ლიგაში დაბრუნების შანსი უარყო, როცა „ტოტენჰემში“ ჟოზე მოურინიოს შემცვლელად მისვლა არ მოისურვა.

შეგახსენებთ, რომ „ნიუკასლის" შეძენის შემდეგ, საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდმა, რომლის ბიუჯეტიც 300 მილიარდ ევროს აღემატება, მთავარი მწვრთნელი სტივ ბრიუსი ერთი მატჩით დატოვეს და ამის შემდეგ თანამდებობა დაატოვებინეს. 


კომენტარები: