რანგნიკი: "მან სათამაშო დრო უნდა დაიმსახუროს"

08 დეკემბერი 2021, ოთხშაბათი'


მედიასთან საუბრისას რალფ რანგნიკი მეისონ გრინვუდს შეეხო, რომელსაც საოცარი სეზონის სტარტი გამოუვიდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ჩაქრა.

"მან 3 თუ 4 გოლი გაიტანა სეზონის პირველ 3 მატჩში, ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და დიდი სიამოვნებით მივცემდი მეტ სათამაშო დროს მომავალში.

მაგრამ, რა თქმა უნდა მან სათამაშო დრო სავარჯიშო მოედანზე უნდა დაიმსახუროს, მისი სათადარიგოთა სკამზე ყოფნა და შემდეგ მოედანზე შემოყვანა კარგი იყო."- განაცხადა რანგნიკმა.

ბოლო დღეების განმავლობაში რანგნიკი აქტიურად საუბრობდა გუნდში როტაციის მნიშვნელობაზე და არაა გამორიცხული, რომ დღევანდელ შეხვედრაში გრინვუდი ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ.


კომენტარები: