რანგნიკი: "იმაზე უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე ველოდი"

06 დეკემბერი 2021, ორშაბათი


მან.იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, რალფ რანგნიკმა, „კრისტალ პალასთან“ 1:0 მოგებული მატჩი შეაფასა.

„გუნდის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, მითუმეტეს პირველ ნახევარ საათში პრესინგი დიდებული იყო. ერთადერთი, რაც გვაკლდა - ერთი ან ორი გოლი იყო. თავს კარგად ვიცავდით, თამაშს მთლიანად ვაკონტროლებდით და გოლიც არ გავუშვით.

ეს არის ის, რაზეც უნდა ვიმუშავოთ. გუნდმა გოლების გაშვებას უნდა მოუკლოს. მხოლოდ ერთმა ვარჯიშმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. იმაზე უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე ველოდი.

ფეხბურთელები სულ დასწრებაზე მოქმედებას ცდილობდნენ. არაფერში არ ვაგებდით, გარდა ბოლო ხუთი წუთისა. დარჩენილი დროის მანძილზე ვცდილობდით, ჩვენი კარისგან მოშორებით გვეთამაშა.

ორი თავდამსხმელით გვინდოდა თამაში, განსაკუთრებით მოედნის ცენტრში. სხვათაშორის, კრიშტიანუ რონალდუს მუშაობა ბურთის გარეშე - უმაღლესი დონეა.

წარმატების შემდეგ სიტუაციის განვითარება ყოველთვის უფრო მარტივია. შემდგომშიც უნდა შევინარჩუნოთ კარი მშრალად და მომენტები შევქმნათ. საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ დღეს ნაჩვენები შედეგით.“ - ციტირებს რანგნიკის სიტყვებს BBC.


კომენტარები: