კრიშტიანუ გაბრაზებულია - რონალდუ თანაგუნდელის ქცევით ძალიან უკმაყოფილოა

08 ნოემბერი 2021, ორშაბათი


ცნობილი გამოცემა ESPN-ის ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუს ერთ-ერთ თანაგუნდელთან არც თუ ისე კარგი ურთიერთობა აქვს.

წყაროს თქმით, პორტუგალიელს დიდად არ ხიბლავს მეისონ გრინვუდთან ერთად თამაში და მასთან კარგი ურთიერთობა არ აქვს.

გამოცემის ინფორმაციით, რონალდუ ძალიან უკმაყოფილოა, რადგან გრინვუდი მას იშვიათად თუ აძლევს პასს და უმეტეს შემთხვევაში, პორტუგალიელის გადაადგილება უშედეგოა.

კრიშტიანუ ფიქრობს, რომ გრინვუდი ხშირად პასზე უარს ამბობს და საპირისპიროდ, შორი მანძილიდან უშედეგოდ ურტყამს.

მოთამაშეები ფიქრობენ, რომ ეს ოლე გუნარ სულშერის ბრალიც არის, რომელიც შეტევას ვერ ალაგებს.


კომენტარები: