რანგნიკი: "კლოპის მსგავსი შეცდომების დაშვებას არ ვაპირებ"

07 დეკემბერი 2021, სამშაბათი


რალფ რანგნიკი "მანჩესტერ იუნაიტედს" ცოტა ხნის წინ ჩაუდგა სათავეში, ის ფაქტი კი ცნობილია, რომ ის და იურგენ კლოპი დიდი ხანია, ერთმანეთს იცნობენ.

მედიასთან საუბრისას, "წითელი ეშმაკების" თავკაცმა საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"მე და კლოპი ერთმანეთს 1997 წლიდან ვიცნობთ. არახალია, რომ ჩემი და მისი საფეხბურთო ფილოსოფია ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება. 

როდესაც ის "ლივერპულში" მივიდა, მაშინვე მაღალ პრესინგს მიმართა, რის გამოც სეზონის მიმდინარეობისას უამრავმა ფეხბურთელმა კუნთის ტრავმა მიიღო, ეს კი იმიტომ, რომ მოთამაშეები მსგავს ინტენსივობას მიჩვეულნი არ იყვნენ.

მსგავსი შეცდომის დაშვებას არ ვაპირებ, ჩვენ წინდახედულობა გვმართებს", - განაცხადა რალფმა

კომენტარები: