რას ამბობდა რალფ რაგნიკი 2019 წელს "მანჩესტერ იუნაიტედის" შესახებ

26 ნოემბერი 2021, პარასკევი


დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალი მწვრთნელი, რალფ რაგნიკი, 2019 წელს კლუბის შესახებ საუბრობდა.

გერმანელმა სპეციალისტმა ინგლისური კლუბი გააკრიტიკა და დაასახელა, რომ "იუნაიტედი" სწორ ფეხბურთელებს ვერ ყიდულობდა.

"მას შემდეგ, რაც სერ ალექსი წავიდა, იუნაიტედმა ძალიან მოუკლო, მათ პრემიერ ლიგა არ მოუგიათ. ნებისმიერ კლუბში ასეა, თუ სწორი ფეხბურთელების ყიდვა არ შეგიძლია, მაშინ არასწორი მოთამაშეები მაინც არ უნდა იყიდო.

შარში ხარ, თუ ამას ზედიზედ 2 ან 3 სატრანსფერო ფანჯარაზე აკეთებ. კლუბი შენდება სწორი შემადგენლობის ხარჯზე, ფეხბურთელების გაშვებით და ახალი სახეების წარმატებით მოყვანით.

ასეევე, საჭიროა საუკეთესო მწვრთნელები გყავდეს მათთვის", - განუცხადა რაგნიკმა არც თუ ისე დიდი ხნის წინ The Times-ს.

კომენტარები: