გავა თუ არა "ბარსა" მერვედფინალში - სუპერკომპიუტერის პროგნოზი

08 დეკემბერი 2021, ოთხშაბათი'


FiveThirtyEights-ის ალგორითმა "ბარსელონას" მიერ ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების შანსი 41%-ით შეაფასა.

რაც შეეხება მესამე პოზიციაზე გასვლის ალბათობა, ბუნებრივია, ის 59%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის მთავარი ტურნირის მერვედფინალში გასასვლელად კატალონიელებმა ხვალ ან "ბაიერნს" უნდა მოუგონ, ან "დინამო კიევმა" უნდა დააკარგვინოს "ბენფიკას" ქულები.

მოვლენათა განვითარების ყველა სხვა სცენარი "ბლაუგრანას" ევროპალიგაზე გადაიყვანს.

ცნობისთვის, ორივე მატჩი ხვალ, 23 საათსა და 55 წუთზე დაიწყება.


კომენტარები: