სიტიმ ბრიუგე გაანადგურა - 19 წლის პალმერის პირველი გოლი ლიგაზე

20 ოქტომბერი 2021, ოთხშაბათი'


ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი წრის ბოლო ტურის მატჩები A და C ჯგუფში გაიმართა. ხოსეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტი ბელგიაში ბრიუგეს ესტუმრა და დიდი ანგარიშით, 5:1 გაანადგრუა.

რიად მაჰრეზემა დუბლი შეასრულა, ხოლო სიტის რიგებში პირველი გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე 19 წლის კოულ პალმერმა, რომელიც დე ბრუინის ნაცვლად გავიდა მოედანზე.

30-ე წუთზე კანსელო ცენტრფორვარდის პოზიციაზე აღმოჩნდა, მან მკერდით ჩამოიღო ფოდენის პასი და ანგარიში გახსნა. მალე ბრიუგეს კარში პენალტი დაინიშნა - სტენლი ნსოკიმ იუხეშა, რიად მაჰრეზმა კი 11-მეტრიანი უპრობლემოდ გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში ბელგიელებს კიდევ ერთმა მცველმა გაუტანა - კაილ უოკერმა. 67-ე წუთზე თავი შეცვლაზე შესულმა 19 წლის ნახევარმცველმა კოულ პალმერმა გამოიჩინა. ამავე ჯგუფში პარი სენ-ჟერმენი გერმანულ ლაიპციგს მასპინძლობს. სამი ტურის მერე მანჩესტერ სიტის 6 ქულა აქვს, ბრიუგეს - 4. 

სტამბოლში ბეშიქთაშმა ლისაბონის სპორტინგს უმასპინძლა და 1:4 დამარცხდა. პორტუგალიელები ურუგვაელმა მცველმა სებასტიან კოატესმა თავურით მე-15 წუთზე დააწინაურა. მას მერე, რაც ლარინმა თავურით გაათანაბრა, კოატესმა დუბლი შეასრულა (ასევე თავურით). ტაიმის მიწურულს პორტუგალიელთა მესამე გოლი პენალტით პაბლო სარაბიამ გაიტანა. ტაიმში კიდევ ერთი გოლი გავიდა, მაგრამ მასპინძელ ტეიშეირას გოლი VAR-მა გაუუქმა. მეორე ტაიმის მიწურულს პაულინიომაც გაიტანა და ამ შეხვედრაშიც დიდი ანგარიში დაფიქსირდა - 1:4. ამავე ჯგუფში აიაქსი დორტმუნდის ბორუსიას მასპინძლობს. 3 ტურის შემდეგ სპორტინგს 3 ქულა აქვს, ხოლო ბეშიქთაში უქულოდაა.



კომენტარები: