ვისაც სამსახურში აცრას გაძალებენ, ეს კანონები ააფარეთ სახეზე!” – ზვიად ტომარაძე

25 ოქტომბერი 2021, ორშაბათი


ერი და სახელმწიფოს” ლიდერი, ზვიად ტომარაძე შემდეგი სახის მიმართას აქვეყნებს: 

“ვისაც სამსახურში აცრას გაძალებენ, ეს კანონები ააფარეთ სახეზე! 

საქართველოს კონსტიტუცია მუხლი 11. თანასწორობის უფლება. 

1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია (N 2361) 27/01/2021 კოვიდ ვაქცინასთან დაკავშირებით: 

7.3.1 უზრუნველყოფლი უნდა იყოს მოქალაქეების ინფორმირება, რომ ვაქცინაცია არ არის სავალდებულო და არავინ არ მოხვდეს პოლიტიკური, სოციალური ან სხვა ზეწოლის ქვეშ, ვაქცინაციის უარყოფის გამო, თუ ამის გაკეთება მას არ სურს; 

7.3.2 უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ არავინ იყოს დისკრიმინირებული, ვაქცინაციის უარყოფისთვის, ჯანმრთელობის შესაძლო რისკის მიზეზით ან ვაქცინაციის სურვილის არქონის გამო; 

7.3.1. ensure that citizens are informed that the vaccination is not mandatory and that no one is under political, social or other pressure to be vaccinated if they do not wish to do so; 

7.3.2. ensure that no one is discriminated against for not having been vaccinated, due to possible health risks or not wanting to be vaccinated; 

კონვენცია ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ 04/04/1997 

მუხლი 1. მიზანი და ამოცანა. 

კონვენციის მონაწილე მხარეებმა უნდა დაიცვან თითოეული ადამიანის ღირსება და ინდივიდუალობა, ყოველგვარი დისკირიმინაციის გარეშე უზრუნველყონ მათი ხელშეუხებლობა და სხვა უფლებები და ძირითადი თავისუფლებები ბიოლოგიასა და მედიცინაში. 

მუხლი 2. ადამიანის უზენაესობა. 

ადამიანის ინტერესები და კეთილდღეობა უზენაესია საზოგადოების და მეცნიერების ინტერესებთან შედარებით. 

მუხლი 5. ზოგადი წესი. 

ნებისმიერი ჩარევა ჯანმრთელობის სფეროში უნდა ჩატარდეს პირის მიერ ნებაყოფლობით გაცხადებული და გააზრებული თანხმობის მიღების შემდეგ. 

პირს წინასწარ უნდა მიეცეს შესაბამისი ინფორმაცია ჩარევის მიზნისა და ხასიათის, აგრეთვე შედეგებისა და საფრთხის შესახებ. პირს შეუძლია, თავისი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს უარი თქვას ადრე გაცხადებულ თანხმობაზე. 

საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ 

მუხლი 1. კანონის მიზანი. 

ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. 

არ წამოხვიდეთ სამსახურიდან, მოიპოვეთ მტკიცებულება, რომ აცრის გამო გაგათავისუფლეს (ან გათავისუფლებენ) და მიმართეთ სასამართლოს!

კომენტარები: