ვინ გაიმარჯვებს "ელ კლასიკოში" - სუპერკომპიუტერის პროგნოზი

24 ოქტომბერი 2021, კვირა


პირველად, მიმდინარე წლის აპრილის შემდეგ - მადრიდის "რეალისა" და კატალონიის "ბარსელონას" გზები კვლავ იკვეთებიან.

გუნდები ერთმანეთს ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით ხვალ, 18:15 საათზე დაუპირისპირდებიან.

FiveThirtyEight-ის კომპიუტერმა ხვალინდელი შეხვედრის შედეგი იწინასწარმეტყველა, სადაც სამეფო კლუბის გამარჯვების შანსი 36%-ად შეაფასა.

"ლურჯ-ბროწეულისფერების" გამარჯვება 40%-ად ფასდება, ხოლო სუპერკომპიუტერის აზრით, შეხვედრის ფრედ დასრულების შანსი 24%-ია.

შეგახსენებთ, რომ კლუბებს შორის ბოლო დაპირისპირება "ბლანკოსის" გამარჯვებით, ანგარიშით 2-1 დასრულდა.

კომენტარები: