რანგნიკს "მანჩესტერში" "ჩელსის" ვარსკვლავი სურს - BILD

03 დეკემბერი 2021, პარასკევი


როგორც მოგეხსენებათ, რალფ რაგნიკი "მანჩესტერ იუნაიტედის" დროებითი მწვრთნელი უკვე ოფიციალურად გახდა.

63 წლის გერმანელი სულ მალე საქმეს შეუდგება და მეტიც, უკვე სატრანსფერო სამიზნეებს არჩევს.

გავლენიანი გამოცემის, BILD - ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი სამიზნე "ჩელსის" შემტევი გახლავთ.

წყაროს მტკიცებით, საუბარია ტიმო ვერნერზე, რომელიც გერმანელ სპეციალისტს კარგად იცნობს.

ისინი ერთად უკვე მუშაობდნენ "ლაიფციგში" და სწორედ ამიტომ არის ამ ტრანსფერის ალბათობა მაღალი. რაგნიკი ტიმოს ძალიან კარგად იცნობს და იცის როგორ გამოიყენოს იგი.

აქვე გეტყვით, რომ ტიმოს "არისტოკრატებთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება.

სტრაიკერის ფასი, transfermarket - ის მიხედვით, 55 მილიონ ევროს შეადგენს.

კომენტარები: