2 წამსვლელი გამოიკვეთა - რანგნიკმა გასაშვებთა სიის შედგენა დაიწყო

30 ნოემბერი 2021, სამშაბათი


ოფიციალურად, რალფ რანგნიკი სეზონის დასრულებამდე "მანჩესტერ იუნაიტედის" დროებითი მწვრთნელის როლს შეითავებს.

გამოცდილი 63 წლის სპეციალისტი "წითელ ეშმაკებს" 6 თვით უხელმძღვანელებს, თუმცა შემდეგ ის გუნდში დარჩება და კონსულტანტის პოზიციას მოირგებს.

როგორც ცნობილია, რალფი სატრანსფერო საქმიანობებში გავლენას იქონიებს და მეტიც, მან უკვე დაიწყო გასაშვებთა სიის მომზადება.

The Telegraph-ის ცნობით, რანგნიკი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დინ ჰენდერსონისა და დონი ვან დე ბეეკის გაყიდვაზე იფიქრებს.

ამ დროისთვის, ორივე მოთამაშე დროის უდიდეს ნაწილს სათადარიგო სკამზე ატარებს, ამიტომ გუნდის დატოვება მათ გეგმებშიც შედის.

კომენტარები: