"კვარაცხელია ლა ლიგაში აუცილებლად ითამაშებს", - Transfermarket-ი ქართველი შემტევის შესახებ წერს

18 ნოემბერი 2021, ხუთშაბათი


Transfermarket-მა ყაზანის "რუბინის" შემტევს, ხვიჩა კვარაცხელიას სიახლე მიუძღვნა. უმსხვილესმა სატრანსფერო პორტალმა ქართველი ვინგერის სახელი "ვილიარეალს" დაუკავშირა.

"კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთის ნაკრებს შვედეთის კარში ორი გოლის გატანით კარგი საჩუქარი გაუკეთა.

საერთო ჯამში მან დატოვა ძალიან კარგი შთაბეჭდილება და ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ის სულ რაღაც 20 წლის არის. ხვიჩა ქართული ფეხბურთის მომავალია.

მისი ოცნებაა რეალში თამაში და არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ ადრე თუ გვიან, ის მართლაც მოხვდება ესპანეთში. ქართველი შემტევით ვილიარეალი ინტერესდება".

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის კალენდარულ წელიწადში "რუბინის" გარემარბმა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ოთხი გოლის გატანა მოახერხა.

20-წლის ვინგერმა ორჯერ აიღო შვედეთის კარი, თითო გოლი კი მან ესპანეთსა და საბერძნეთს გაუტანა. რუსეთის ჩემპიონატში კი ყაზანელთა 21-ე ნომრის ანგარიშზე ჯერჯერობით ერთი გოლია.

კომენტარები: