რონალდუ ეს არ ესიამოვნება - რას ამბობდა რალფ რაგნიკი კრიშტიანუზე

27 ნოემბერი 2021, შაბათი


რალფ რაგნიკის "მანჩესტერ იუნაიტედის" დროებით მწვრთნელად დანიშვნამდე მხოლოდ ოფიციალური დასტური დარჩა.

63 წლის გერმანელი სპეციალისტი გუნდს სეზონის ბოლომდე ჩაიბარებს, შემდეგ კი "მანჩესტერში" კონსულტანტის თანამდებობას დაიკავებს.

იქამდე, რალფს ძველი ინტერვიუები "ამოუქექეს" და ქომაგებმა 2016 წლის ფრაზაც იპოვეს, როცა ის რონალდუზე საუბრობდა.

"მესის ან რონალდუს ლაიფციგში ყოფნაზე ფიქრი აბსურდია, რადგან ეს არ გამოვა. ორივე ფეხბურთელი ზედმეტად ასაკოვანი და ძვირია", - ამბობდა რალფი.

ამასთან ერთად, რაგნიკს ბევრჯერ უთქვამს, რომ მას გუნდში ახალგაზრდები სჭირდება, რომლებიც ირბენენ და მეტოქეს მუდმივ წნეხში მოაქცევენ.

ასე რომ, შესაძლოა, რალფის და რონალდუს ერთობლოვი მუშაობა არ გამოვიდეს, თუმცა ჩვენ საპირისპირო უნდა ვისურვოთ.


კომენტარები: