უცნაური ინფორმაცია - აზარის დამატება მეორე დივიზიონის კლუბს სურს

03 დეკემბერი 2021, პარასკევი


როგორც მოგეხსენებათ, ბევრი იწერება მადრიდის "რეალის" შემტევის ედენ აზარის გუნდიდან შესაძლო წასვლაზე.

ამ თემასთან დაკავშირებით, დღეს საინტერესო და უცნაური ინფორმცია გავრცელდა.

კერძოდ, ედენის დამატებით ბელგიის მეორე დივიზიონის კლუბი "ვესტერლო" ინტერესდება.

გუნდის სპორტულმა დირექტორმა ცეტინკაიამ ცნობილ ესპანურ გამოცემა "Marca"-სთან საინტერესო რამ განაცხადა.

"აზარს ერთხელ შევხდი, როცა ის "ლილში" თამაშობდა. იგი შემპირდა, რომ ერთ დღეს "ფენერბახჩეს" რიგებში ითამაშებდა.

"მისი მოყვანა ამ კლუბში რთული იქნება, თუმცა ვინ იცის, შესაძლოა, მან კარიერა სწორედ აქ დაასრულოს", - თქვა თურქმა.

მოგახსენებთ, რომ "ვესტერლო" არ არის ხელწამოსაკრავი კლუბი, ვინაიდან ბელგიის მეორე დივიზინში მას უკვე 30 ქულა აქვს და უმაღლეს ლიგაში მოსახვედრად იბრძვის.

კომენტარები: