აზარის თანაგუნდელი: "ანჩელოტის დავურეკავ, რადგან ედენს არასამართლიანად ექცევიან"

11 ნოემბერი 2021, ხუთშაბათი


როგორც მოგეხსენებათ, ედენ აზარი მადრიდის "რეალში" თავის გამოჩენას კვლავ ვერ ახერხებს - ტრავმებისა და ცუდი ფორმის ფონზე, ბელგიელი სამეფო კლუბში საკუთარი თავის ჩრდილია და მწირ სათამაშო დროს იღებს.

ნაკრებში ედენის გუნდელმა და "ნაპოლის" შემტევმა, დრეს მერტენსმა DH les Sports Plus-თან სწორედ აზარის შესახებ ისაუბრა.

"ანჩელოტის დავურეკავ, რადგან აზარს არასამართლიანად ექცევიან. არ ვხუმრობ! აზარს დიდებული მენტალიტეტი აქვს და უკეთესი გახდება. ცუდია, როდესაც მსგავსი ღირებულების მქონე მოთამაშეს დროს არ აძლევ.

ეს ფეხბურთია, კარგ ფორმაში მყოფი აზარი მინახავს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბელგიის ფეხბურთის ასოციაციას და რეალს კარგი ურთიერთობა აქვთ. აზარს სურს, რომ საუკეთესო ფორმას მიაღწიოს", - განაცხადა ნეაპოლური კლუბის შემტევმა.

შეგახსენებთ, რომ დრეს მერტენსი და კარლო ანჩელოტი ერთად სწორედ "ნაპოლიში" მუშაობდნენ და ისინი ერთმანეთს საკმაოდ კარგადაც იცნობენ.


კომენტარები: