რა ხდება აზართან დაკავშირებით - ფაბრიციო რომანო

13 ოქტომბერი 2021, ოთხშაბათი'


როგორც მოგეხსენებათ, "El Nacional"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ლონდონის "ჩელსი" მადრიდის "რეალის" შემტევის ედენ აზარის დაბრუნებით ინტერესდება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცნობებს ავრცელებს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, რომლის თქმითაც, მხარეებს შორის ამ მომენტისთვის არაფერი ხდება.

აზარი ანჩელოტის ხელში იმ როლს არ იღებს, რაც მას სურს. ჯერ-ჯერობით ბელგიელს 8 თამაში აქვს ჩატარებული "რეალის" რიგებში. 5 მატჩი მან სასტარდონ დაიწყო, ხოლო 3 მათგანში სკამიდან შემოვიდა. ვინგერის ანგარიშზე მხოლოდ 1 შედეგიანი გადაცემაა.

შეგახსენებთ, რომ ედენ აზარს ტრამვა აქვს, რომელიც ამ სანაკრებო პაუზაზე მიიღო.


კომენტარები: