ანჩელოტი დუმილს არღვევს - აზარის "ჩელსიში" გადასვლა კიდევ უფრო რეალურია

01 ნოემბერი 2021, ორშაბათი


როგორც იცით, უკვე კარგახანია მიდის საუბრები ედენ აზარის "ჩელსიში" დაბრუნებასთან დაკავშირებით.

დღეს ამ თემას მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტიც შეეხო:

"მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ფეხბურთელისთვის გუნდში დარჩენა არ დამიძალებია. აზარის წასვლასთან დაკავშირებით პრობლემა არ მაქვს".

ასე რომ, შესაძლოა, მადრიდში ოცნებების ასახდენად წასული ედენი შინ, ნისლიან ალბიანოზე, ძალიან მალე დაბრუნდეს.

კომენტარები: