RAC1: "ბარსელონა" დანი ალვეშს არ დაიმატებს

11 ნოემბერი 2021, ხუთშაბათი


RAC1-ის და Catalunya Radio-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა" დანი ალვეშს არ დაიმატებს.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელმა მცველმა თავისი თავი კატალონიურ კლუბს შესთავაზა, თუმცა "ლურჯ-ბროწეულისფერები" ამ საკითხს სერიოზულად არ განიხილავენ.

გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსა" შიშობს, რომ კლუბში ალვეშის მოსვლა ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებას შეაჩერებს. ასევე გაირკვა ის, რომ კატალონიელები დანის ლა ლიგაში დარეგისტრირებასაც ვერ შეძლებენ.


კომენტარები: