ალვეში: "ბარსელონაში მარჯვენა ფლანგის პრობლემა მოგვარებულია"

23 ოქტომბერი 2021, შაბათი


"ბარსელონას" ყოფილმა მარჯვენა მცველმა, დანი ალვეშმა შეაქო კატალონიელთა ამჟამინდელი ვინგბექი, სერჟინიო დესტი. ბრაზილიელმა განაპირა მცველმა ამერიკელს თავისი საქმის გამგრძელებელი უწოდა.

"დესტს აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ ბარსელონას სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდეს. გუნდს სჭირდებოდა ჩემი საქმის გამგრძელებელი? ასეთი სწორედ ის არის.

ამერიკელი მარჯვენა მცველი არის უმაღლესი დონის ფეხბურთელი, ასეთები კი კატალონიაში უყვართ", - განაცხადა "ბლაუგრანას" ყოფილმა ფლანგელმა, რომელიც თავადაც არ იყო დაბრუნების წინააღმდეგი.

შეგახსენებთ, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" თავიანთი ახალგაზრდა ვინგბექი დაუჯდათ 26 მილიონი ევრო. "ბარსელონას" ორიანი ამსტერდამის "აიაქსიდან" გადმოვიდა.

კომენტარები: