ტრანსფერის მინიშნება - სად შენიშნეს "ბარსას" სამიზნე

16 ოქტომბერი 2021, შაბათი


ესპანური პრესა "ბარსელონასა" და "ვალენსიას" მარცხენა მცველის, ხოსე გაიას კავშირზე კვლავ ალაპარაკდა.
AS-ის მიხედვით, გაია გასულ უქმეებზე "ბლაუგრანას" სპორტული დირექტორის, მატეუ ალემანის სახლში შენიშნეს.
ესპანელ ფლანგელს "ღამურებთან" კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და თუ კატალონიელები მას ხელში უფასოდ ჩაიგდებენ, ეს დიდი წარმატება იქნება.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის ფეხბურთელს "ლურჯ-ბროწეულისფერები" უკვე ასაკში შესული ჟორდი ალბას შემცვლელად მიიჩნევენ.
გაიას "ბარსა" უკვე წლებია აკვირდება, თუმცა ტრანსფერი ისევ არ შემდგარა.
ცნობისთვის, ხოსეს მიმდინარე სეზონში 4 მატჩი აქვს ჩატარებული. "ლოს ჩეს" ის 1 ასისტით დაეხმარა.


კომენტარები: