„ბარსელონამ“ პოჩეტინოს 1+1 სქემით კონტრაქტი შესთავაზა

16 აგვისტო 2020, კვირა


„ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ მაურისიო პოჩეტინოს 1+1 სქემით შესთავაზა კონტრაქტი.

არადა, არგენტინელ სპეციალისტს მინიმუმ სამწლიანი ხელშეკრულება სურდა - გვამცნობს Sport.es.

პოჩეტინოს გარდა კატალონიური კლუბის მამებს კიდევ რამდენიმე კანდიდატი შეუგულებიათ: ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელი, რონალდ კუმანი, „იუვენტუსის ყოფილი დამრიგებელი, მასიმილიანო ალეგრი და „მონრეალის“ თავკაცი, ტიერი ანრი.

ესპანური მედია ამტკიცებს, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბაიერნთან“ განადგურების შემდეგ (2:8), ამჟამნდელ მწვრთნელს, კიკე სეტიენს მაქსიმუმ ორ დღეში გაათავისუფლებენ.


კომენტარები: