კარაგერი: "მესისთან ერთად სიტი გაძლიერდება, მაგრამ უძლეველი ვერ გახდება, ლივერპულმა ბარსა მასთან ერთადაც დაამარცხა"

29 აგვისტო 2020, შაბათი


„ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა, „ბარსელონადან“ „მან.სიტიში“ ლეო მესის შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

„პრემიერ ლიგაში მესის ხილვას ვისურვებდი. მინდა, შევხედო მას, გავაანალიზო მისი თამაში. ერთადერთი კლუბი, სადაც ის მართლაც შეიძლება გადავიდეს - „მანჩესტერ სიტია“, გვარდიოლასთან ურთიერთობისა და ამ კლუბის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით.

მინდა, პრემიერ ლიგაში მესი ვიხილო და თუ ეს „სიტიში“ მოხდება - კარგი, ამ ფაქტს მივიღებ. რეალურად, მას სულ 2-3 გუნდში შეუძლია გადასვლა. ვფიქრობ, ეს გუნდები „სიტი“ ან „პსჟ“ არიან.

ლეო „მან.სიტის“ გააძლიერებს, მაგრამ უძლეველს არ გახდის. „ბარსელონამ“ ბოლო რამდენიმე წელში ჩემპიონთა ლიგის მოგება ვერ მოახერხა. თანაც, ყველას ახსოვს, რომ რამდენიმე სეზონის წინ, „ლივერპულმა“ „ბარსელონა“ მესისთან ერთად გამოაგდო. ამიტომ, მისი მოსვლა ყველაფრის დასასრულს ნამდვილად არ ნიშნავს.

უბრალოდ, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ მესი პრემიერ ლიგაში - დიდებულია. გადავაჯვარედინოთ თითები და დაველოდოთ.“ - აღნიშნა Sky Sports-ის ექსპერტმა.

კომენტარები: