ზიდანს მანჩესტერ იუნაიტედში მუშაობა არ სურს

26 ოქტომბერი 2021, სამშაბათი


მადრიდის რეალის ყოფილი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მანჩესტერ იუნაიტედში მუშაობას არ აპირებს.

ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს. წყაროს ცნობით, ფრანგ სპეცლიასტს მანჩესტერ იუნაიტედის გაწვრთნა არ სურს. მართალია, ინგლისურ კლუბს ზიდანისთვის ჯერ ოფიციალური წინადადებია არ გაუკეთებია, თუმცა, გამოცემის მტკიცებით, თუ ეს მოხდა, ზიდანი უარს იტყვის.

ზიდანს სამწვრთნელო კარიერის გაგრძელება პსჟ-სა ან საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში სურს. სხვა წინადადებები მის ინტერესში არ შედის.

შეგახსენებთ, რომ საკუთარ მოედანზე ლივერპულთან გამანადგურებელი ანგარიშით (0:5) წაგების შემდეგ, „ოლდ ტრაფორდზე“ „წითელი ეშმაკების“ ნორვეგიელი დამრიგებლის ოლე გუნარ სულშერის მომავალი ბევრისთვის ბუნდოვანი გახდა. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა ნორვეგიელის შეცვლაზე ფიქრს სერიოზულად შეუდგა.

წყაროს ცნობით, სულშერთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას რამდენიმე საათში მიიღებენ.


კომენტარები: