კრიშტიანუ რონალდუმ სულშერს მოთხოვნა წაუყენა - ESPN

23 ოქტომბერი 2021, შაბათი


კრიშტიანუ რონალდუ მისთვის ჩვეულ ფორმაშია, პორტუგალიელმა "მანჩესტერ იუნაიტედს" პირადად ულიდერა რამდენიმე მატჩში და გუნდს გამარჯვებაც მოუტანა.

ESPN-ის ცნობით, კრიშტიანუ დიდად კმაყოფილი არ არის გუნდში მიმდინარე სიტუაციით და ოლე გუნარ სულშერს ცვლილებისკენ მოუწოდებს.

როგორც წყარო გვიამბობს, კრიშტიანუს სურს, რომ მას ბურთი უფრო ხშირად და სწრაფად მიაწოდონ, რათა მეტი მომენტის შექმნა შეძლოს.

პორტუგალიელმა ოლეს განუცხადა, რომ შემტევებმა უფრო სწრაფად უნდა იმოქმედონ, რათა "იუნაიტედმა" თამაში კარგად გაამწვავოს.

გამოცემის თქმით, ოლე ნამდვილად ითვალისწინებს რონალდუს რჩევას და ვარჯიშებზე გუნდს სწორედ ამაზე ამუშავებს.

კომენტარები: