ისე, როგორც ლიდერს ეკადრება - როგორ მოიქცა რონალდუ კრიზისის დროს

29 ოქტომბერი 2021, პარასკევი


"მანჩესტერ იუნაიტედი" ურთულეს სიტუაციაშია, გუნდი ძალიან ცუდ ფორმაშია და ოლე გუნარ სულშერის მომავალიც ბუნდოვანი გახდა.

ნორვეგიელ სპეციალისტს 3 მატჩი მიეცა, რათა სიტუაცია დაალაგოს, "იუნაიტედმა" ისევ მოგებები დაიწყოს და გუნდმა ეფექტურად თამაში დაიწყოს.

ამ კრიზისის დროს, ლიდერული ხასიათი კიდევ ერთხელ გამოაჩინა კრიშტიანუ რონალდუმ, რომელიც სამაგალითოდ მოიქცა.

სანდო ჟურნალისტი ენდი მიტენის ცნობით, უკანასკნელ ვარჯიშზე კრიშტიანუ სიტყვით გამოვიდა და თანაგუნდელების მორალის ამაღლებას შეეცადა.

რონალდუმ ფეხბურთელებს მოტივაცია მისცა და ამასთან ერთად მოუწოდა, რომ მაქსიმალურად დაიხარჯნონ და გაერთიანდნენ.

კრიშტიანუს თქმით, მათ ოლე გუნარ სულშერი ყველაფრის ფასად უნდა დაიცვან და ითამაშონ მისთვის, სანამ ის ჯერ კიდევ მწვრთნელია.

ამის გარდა, პორტუგალიელმა ლეგენდამ ფეხბურთელებს აუხსნა, თუ რას ნიშნავს "იუნაიტედის" მაისურის მორგება.


კომენტარები: