"თუ ქალს ფიზიკურად არ შეუძლია სამსახურში გასვლა და არც უნდა, მათ გადაწყვეტილებასაც პატივს ვცემ" - რუსკა მაყაშვილი

20 ოქტომბერი 2021, ოთხშაბათი'


"თუ ქალს ფიზიკურად არ შეუძლია სამსახურში გასვლა და არც უნდა, მათ გადაწყვეტილებასაც პატივს ვცემ" - რუსკა მაყაშვილი


რუსკა მაყაშვილი, გარდა იმისა, რომ უკვე ორ შვილს ზრდის, პარალელურ რეჟიმში ორი დიდი პროექტის ნაწილია და ყველაფრისთვის დროის გამონახვა, რაც შეიძლება ერთი შეხედვით წარმოუდგენელი ჩანდეს, როგორც ამბობს, საერთოდ არ უჭირს.

"უფრო მეტად დატვირთული გრაფიკიც მქონია. მთავარი მონდომებაა, თორემ ერთდროულად ორ ადგილზეც ვყოფილვარ. მე თუ მკითხავთ, ადამიანს შეუძლია, ორივე ბავშვთან ერთად იყოს, პატარა ბუნებრივად კვებოს და საქმეებიც ისე გადაანაწილოს, როგორც მას სჭირდება.

არსებობს კლიშე, რომლის მიხედვითაც, რადგან ბავშვი ახალი გაჩენილი გყავს, ყველაფერში უნდა შეიზღუდო თავი, რაც, ჩემი აზრით, საერთოდ არ არის საჭირო.


მგონია, რომ შვილების დაბადების შემდეგაც ჩვეულებრივად უნდა გააგრძელო ცხოვრება და ასე უფრო ბედნიერი და პროდუქტიული იქნები მათთვის. თუ ქალს ფიზიკურად არ შეუძლია სამსახურში გასვლა და არც უნდა, მათ გადაწყვეტილებასაც პატივს ვცემ.

თუმცა, მე მეორე შვილზე მით უმეტეს, აღარ შემიზღუდავს თავი და საქმეებს შევეჭიდე. ორი შვილი კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობაა, კიდევ უფრო მეტი საჭიროება გაქვს და მეტი მუშაობაც გიწევს. მგონია, რომ დედა ყველაზე უკეთ ხვდება, რა და როგორ გააკეთოს და არავის დახმარება არ სჭირდება, პირველ შვილთანაც ყველაფერს ძიძის გარეშე ვაკეთებდი და მეორეზე – მით უმეტეს, სამი წელი არ არის იმხელა დრო, რომ რამე დაგავიწყდეს, ამიტომ, ბევრად მარტივად მივუდექი და ის შეცდომები, რაც ილიას გაჩენის შემდეგ დავუშვი, ის კომპლექსები, რომელიც მაშინ მაწუხებდა, ამჯერად აღარ მქონია,"- განუცხადა "თბილისელებს" რუსკა მაყაშვილმა.



კომენტარები: