კინი: "დღეს მათ იუნაიტედით ითამაშეს, კაცები ბავშვების წინააღმდეგ"

07 ნოემბერი 2021, კვირა


მორიგი მძიმე მარცხი, ოლდ ტრაფორდზე უშანსოდ დარჩენილი "მანჩესტერ იუნაიტედი" და ვინ იცის, ოლე გუნარ სულშერის ბოლო დღეები!?

როი კინი გუნდს ისევ არ ინდობს, "მანჩესტერ სიტისთან" მარცხის შემდეგ ყოფილმა კაპიტანმა "იუნაიტედი" გააკრიტიკა.

"სიტის მოთამაშეებმა იუნაიტედით ითამაშეს. დღეს ვიხილეთ კაცების და ბავშვების საფეხბურთო შეხვედრა.

ფოდენმა თქვა, რომ რთულია აქ ჩამოსვლა და თამაში, თუმცა ეს ასე აღარ არის. გუნდი უბრალოდ ძალიან ცუდად გამოიყურებოდა.
მაკტომინეი და ფრედი არ არიან იუნაიტედისთვის საკმარისად კარგი ფეხბურთელები. ამ გუნდს არ შეუძლია ბრძოლა, მათ არ აქვთ ხასიათი.

შესაძლოა, ისინი ერთად დადიან სადილზე და კიდევ სხვა რამეს აკეთებენ, თუმცა მთავარია რა ხდება სასტვენის შემდეგ", - განაცხადა მატჩის შემდეგ რიომ Sky Sports-ის ეთერში.

კომენტარები: