ანჩელოტი: “ჩვენს შორის სხვაობა 10 ქულაა, თუმცა ჩავი ბევრ რამეს შეცვლის”

08 ნოემბერი 2021, ორშაბათი


მადრიდის "რეალის" სპეციალისტმა, კარლო ანჩელოტიმ "რაიო ვალეკანოსთან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ განცხადება გააკეთა, სადაც "ბარსელონას" შესახებ ისაუბრა.

"ბარსელონაზე საუბარი ჩემთვის რთულია, პატივს ვცემ ამ გუნდს და ჩავი ერნანდესს.

ახლა საკმაოდ რთულ სიტუაციაში არიან, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩავი ბევრ რამეს შეცვლის. ახლა ჩვენს შორის სხვაობა 10 ქულაა, რაც თავისთავად ბევრ რამეზე
მეტყველებს.“ - განაცხადა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ სატურნირო ცხრილში "სამეფო კლუბი" პირველ ადგილზე იმყოფება 27 ქულით, ხოლო "ბარსელონა" 17 ქულით მეცხრე ადგილს იკავებს.

კომენტარები: