"ჯადოქარი არ ვარ, უბრალოდ..." - ანჩელოტის პირველი კომენტარი მატჩის შემდეგ

30 ოქტომბერი 2021, შაბათი


მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "ელჩესთან" გამარჯვების შემდეგ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"მოედანზე ჩვეულებრივი ფეხბურთელები არ მყავს, ისინი პროფესიონალები არიან და იციან მათი დრო როდის მოვა. მარიანომ კარგად ითამაშა, მომეწონა მისი საგოლე გადაცემა. სხვანაირად თამაშს ვერ მივუდგებოდით, წინა მატჩის შემდეგ ბოლომდე დასვენება ვერ მოვასწარით.

იოვიჩს მუხლთან დაკავშირებით, პრობლემები ჰქონდა, ამიტომ ვერ ითამაშა მან. ვინისიუსი გარღვევა? არაფერი გამიკეთებია, არ ვარ ჯადოქარი, უბრალოდ მას გამხნევებით მოტივაციას ვაძლევ. ვინი კარგ ფორმაშია, ნელ-ნელა საჯარიმოში თამაშს ეჩვევა, ერთია მეტოქესთან ერთ-ერთზე დაპირისპირება და მეორე მოწინააღმდეგეს სახიფათო ზონაში თამაში", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ "ბლანკოსმა" ამ გამარჯვებით 24 ქულა მოაგროვა და 11 მატჩის შემდეგ ლალიგის ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება. 


კომენტარები: