ანჩელოტი “ბარსელონას” კრიზისზე: “სასიხარულო არაფერია”

08 ნოემბერი 2021, ორშაბათი


მადრიდის “რეალის” მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის, პრესკონფერენციაზე “ბარსელონას” რთულ პერიოდზე სთხოვეს კომენტარის გაკეთება. როგორც იცით, კატალონიური გრანდი ამ დროისთივს სატურნირო ცხრილში მეცხრე პოზიციას იკავებს.

– ჩავის მოსვლის მიუხედავად, “ბარსელონას” ლა ლიგის მოგების შანსები არ აქვს, ასე არაა?

– ჩემთვის რთულია ამ ეტაპზე “ბარსელონაზე” საუბარი. მე ამ კლუბს დიდ პატივს ვცემ, ისევე როგორც ჩავის. მათ ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ.

სასიხარულო არაფერია. “ბარსელონას” საკმაო გამოცდილება და რესურსი აქვს ასეთი ვითარებიდან გამოსასვლელად. რა თქმა უნდა, უცნაურია, ასე რომ ჩამოგვრჩებიან. მაგრამ ისინი რბოლაში დაბრუნდებიან. სეზონი გრძელია და კონკურენციაც ძალიან დიდია,” – აცხადებს ანჩელოტი.

კომენტარები: