2004 წლის შემდეგ პირველად, "ელ კლასიკო" მესის და რამოსის გარეშე

24 ოქტომბერი 2021, კვირა


ლა ლიგის მეათე ტურის ეგიდით, დღეს მორიგი "ელ კლასიკო" გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება და მასპინძლის რანგში, "ბარსას" ვიხილავთ.

სატურნირო ცხრილში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, სამი ქულის მოპოვება ორივე გუნდისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.

ორივე გუნდმა, ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, მონაწილეობა რვა ტურში მიიღო. "სამეფო კლუბი" ამ მომენტისთვის 17 ქულით მესამე ადგილს იკავებს, ხოლო "ბლაუგრანას" აქტივში 15 ქულაა და მერვე პოზიციაზე იმყოფება.

2004 წლის შემდეგ დღეს პირველად მოხდება ისე, რომ ლა ლიგის ეგიდით გამართულ "ელ კლასიკოში" მონაწილეობას არ მიიღებს არც ლიონელ მესი და არც სერხიო რამოსი. შეგახსენებთ, რომ ორივე მათგანს, კონტრაქტები გასულ ზაფხულს ამოეწურათ და ისინი თავისუფალი აგენტის სტატუსით, პსჟ–ში გადავიდნენ.

ცნობილია, რომ როგორც არგენტინელს, ასევე ესპანელსაც თავიანთ გუნდებში დარჩენა და ხელშეკრულებების გაგრძელება სურდათ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, ეს არ მოხდა და შემდგომ ორივემ პარიზში გადაბარგება გადაწყვიტეს.


კომენტარები: