ანჩელოტი: ბარსამ კარგად ითამაშა

25 ოქტომბერი 2021, ორშაბათი


ბარსას" დამარცხების შემდეგ, "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა:
მჯერა, რომ "ბარსა" ლა ლიგის მოსაგებად ბოლომდე იბრძოლებს.


მატჩის შემდეგ კუმანს ვუთხარი, რომ ჩვენი საქმე რთულია. ორივე მათგანს რთული მოვალეობა გვაკისრია.


ჩვენ ბრწყინვალე გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ და ვიცოდით, როგორ უნდა გვემოქმედა.


საკუთარ გუნდზე საუბარი არ მიყვარს. ვფიქრობ, "ბლაუგრანამ" კარგად ითამაშა - მათ ვერაფერში დავადანაშაულებთ.


"კამპ ნოუზე" მოგებით ბედნიერი ვარ. მნიშვნელოვანია, რომ 3 ქულა მოვიპოვეთ".




კომენტარები: