მორიგი საშინელი მატჩი და დამსახურებული მარცხი - ოლეს დასასრული ოლდ ტრაფორდზე?!

06 ნოემბერი 2021, შაბათი


პრემიერ ლიგის მე-11 ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად „მანჩესტერ იუნაიტედს“ მოუგო.

შეხვედრა „ოლდ ტრაფორდზე“ გაიმართა და „ქალაქელების“ გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

მატჩი პეპ გვარდიოლას გუნდის უდიდესი უპირატესობით გაიმართა და  ერთადერთი მიზეზი, რის გამოც „იუნაიტედმა“ უფრო დიდი ანგარიშით არ წააგო - დავიდ დე ხეაა.

ორივე გოლი „სიტიმ“ პირველ ტაიმში გაიტანა - მეშვიდე წუთზე ავტოგოლი ერიკ ბაილიმ შეაგდო, 45-ზე კი ორამდე სხვაობა ბერნარდუ სილვამ გაზარდა.

„სიტიმ“ 23 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე იმყოფება, „იუნაიტედი“ კი 17 ქულით მე-5 პოზიციაზეა.

კომენტარები: