სოლსკიაერი: "არა, არ ვფიქრობ რომ ჩემი დღეები ამ გუნდში დათვლილია"

06 ნოემბერი 2021, შაბათი


„მანჩესტერ სიტისთან“ „ოლდ ტრაფორდზე“ განცდილი მარცხის შემდეგ, ოლე გუნარ სოლსკიაერმა თავისი მდგომარეობა და განვლილი მატჩი შეაფასა.


„არა, არ ვფიქრობ რომ ჩემი დღეები ამ გუნდში დათვლილია. კლუბთან კარგი და გულწრფელი ურთიერთობა მაქვს.

„მანჩესტერ იუნაიტედში“ ვმუშაობ და „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ ყველაფერი საუკეთესო მინდა. იქამდე, სანამ აქ ვარ, მინდა გუნდს გაუმჯობესებაში დავეხმარო.

ამ მომენტისთვის ტოპ-გუნდებისგან ძალიან შორს ვართ. მოთხოვნები დიდია და ფეხბურთელებზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, რათა დავბრუნდეთ იმ დონეზე, როგორზეც თავიდან ვიყავით.

მნიშვნელოვანია, რომ ამისათვის საჭირო ფეხბურთელები გვყავს.“ - ციტირებს სოლსკიაერის სიტყვებს „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ფაბრიციო რომანო.

„ლივერპულთან" 0:5 წაგების შემდეგ, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „იუნაიტედმა" სოლსკიაერს სიტუაციის გამოსასწორებლად სამი მატჩი მისცა - პირველი გუნდმა „ტოტენჰემთან" 3:0 მოუგო, შემდეგ „ატალანტასთან" მარცხს ბოლო წუთებზე გადაურჩა (2:2), მესამეში კი „სიტისთან" უშანსოდ 0:2 დამარცხდა.


კომენტარები: