განწირული ოლე - სულშერს გასახდელში ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ

27 ოქტომბერი 2021, ოთხშაბათი'


ოლე გუნარ სულშერს ყველაზე დიდი პრობლემა შეექმნა, რაც კი შეიძლება მოსვლოდა - მან "მანჩესტერ იუნაიტედის" გასახდელი დაკარგა.

The Athletic-ის ინფორმაციით, სიტუაცია "ლესტერთან" მატჩის შემდეგ დაიძაბა, როდესაც ოლეს ერიკ ბაილი დაუპირისპირდა.

ცენტრალური მცველი გაბრაზებული იყო, რადგან ოლემ ძირითადში დააყენა ჰარი მაგუაიერი, რომელსაც 3 კვირა ტრავმის გამო გაუცდა და მინდორზე მხოლოდ ერთხელ ივარჯიშა.

ოლეს შეცდომა ნათელი თამაშის დროს გახდა, როცა ჰარიმ "მელიებთან" საშინლად ითამაშა და გუნდმა მძიმე მარცხი განიცადა.

ამის შემდეგ, ოლესთან ფეხბურთელების ნაწილმა უკმაყოფილება გამოთქვა, რადგან ის დონი ვან დე ბეეკს და ჯესი ლინგარდს საერთოდ არ ენდობა.

გუნდში თვლიან, რომ ორივე ფეხბურთელი მეტ სათამაშო დროს იმსახურებს და სულშერი დუეტს უფრო ხშირად უნდა იყენებდეს.

ბოლო ინციდენტი კი "ლივერპულთან" მატჩისას მოხდა, როცა სულშერმა პრესინგის თამაში გადაწყვიტა, ფეხბურთელები კი ამაზე არ ვარჯიშობდნენ და შესაბამისად, ეს მიდგომაც ჩავარდა.

კომენტარები: