"ტყუილი დიდი სათაურების შექმნაში ეხმარება", - პოგბა სოლსკიაერთან კონფლიქტზე გაჩენილ ინფორმაციას გამოეხმაურა

27 ოქტომბერი 2021, ოთხშაბათი'


„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი, პოლ პოგბა, გამოეხმაურა ინფორმაციას, თითქოს მას გუნდის მთავარ მწვრთნელ ოლე გუნარ სოლსკიაერთან კონფლიქტი აქვს.

ამის შესახებ საუბრები „ლივერპულთან“ 0:5 განადგურების შემდეგ გააქტიურდა. ამ მატჩში პოგბა თადარიგში დარჩა, მოედანზე გასვლის შემდეგ კი წითელი ბარათი მიიღო და „იუნაიტედი“ 10 კაცით დატოვა.

„ტყუილი დიდი სათაურების შექმნაში ეხმარება.“ - წერს პოგბა ინსტაგრამზე და პოსტს დაურთო სურათი, რომელზეც დიდი ასობით „ფეიქ ნიუსი“ აწერია.
გამოცემა The Sun-ი „ლივერპულთან“ მატჩის შემდეგ წერდა, რომ „ოლდ ტრაფორდზე“ მიღებული წითელი ბარათის გამო პოგბამ თანაგუნდელებს მოუბოდიშა, სოლსკიაერზე კი ცუდ კონტექსტში ილაპარაკა.


კომენტარები: