ზიდანი: "დროა მედია და ქომაგები ამ ფაქტს შეეგუონ"

10 თებერვალი 2022, ხუთშაბათი


"მანჩესტერ იუნაიტედში" არეულობაა - მიუხედავად იმისა, რომ კლუბში ოლე გუნარ სულშერის ნაცვლად რალფ რანგნიკი მოვიდა, სიტუაცია არ შეცვლილა.

"წითელი ეშმაკების" რიგებში მსგავსი ვითარების გამო, რამდენიმე ესპანურმა და ინგლისურმა გამოცემამ რონალდუს "რეალში" შესაძლო დაბრუნებაზე დაწერა.

ბუნებრივია, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის სამეფო კლუბში დაბრუნება ნებისმიერი ქომაგისთვის სასიხარულო იქნება, თუმცა უნდა გავიხსენოთ "ბლანკოსის "ყოფილი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის განცხადებაც, როდესაც ის ჯერ კიდევ გუნდის სათავეში იდგა.

რონალდუსა და მისი "რეალის" ეპოქა დასრულდა და დროა როგორც მედია, ასევე გულშემატკივრები ამ ფაქტს ერთბაშად შეურიგდნენ, მუდამ წარსულზე ფიქრი კარგს არაფერს მოგვიტანს."

ამიტომაც დიახ, კრიშტიანუ არ გვაკლია.", - განაცხადა ზიდანმა.


კომენტარები: